კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გამომცემლობა ზენას ვებგვერდზე. ჩვენ გვჯერა განათლების, რომელიც დღეს ცოდნისა და სიახლის გზაჯვარედინზე დგას.
ჩვენი გამომცემლობა დაკავებულია სკოლის საგანმანათლებლო წიგნების გამოქვეყნებით, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი პრინციპებითაა შედგენილი. ჩვენმა ერთგულებამ საგანმანათლებლო სივრცისადმი გადაგვაწყვეტინა, შეგვექმნა ხელმისაწვდომი პლატფორმა ყველა სკოლისთვის. გთავაზობთ ჩვენს წიგნებს, როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატებში, რომლებიც სწავლების ინოვაციურ მეთოდზე არის დაფუძნებული.
გუნდის წევრები გახლავთ გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე საგანმანათლებლო ცვლილებებში. ისინი კრეატიულობითა და მიზანდასახულობით ცდილობენ ახალი სიტყვის თქმას სასკოლო სივრცეში.
